შემთხვევითობიდან დიდ წარმატებამდე…

 იძენ უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელსაც ვერანაირ წიგნში ვერ ამოიკითხავ “

1395303_1431694027051461_1247038036_n

სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ნოზაძე, მონაწილეობას იღებდა პროექტ: “მისია სტუდენტი-ვის უნდა სწავლა უკრაინაში”. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბავშვი თავიდანვე გამოირჩეოდა სკოლაში თავისი ერუდირებულობით, ნიჭით, მონდომებით და მიზანდასახულობით. იგი გასცდა არამარტო სურამის,არამედ მთელი საქართველოს ფარგლებს და დაანგრია ერთგვარი სტერეოტიპები. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ინტერვუს

1. როგორ შეიტყეთ ამ პროექტის შესახებ?

საკმაოდ იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან პოექტის შესახებ სრულიად შემთხვევით, ნათესავისგან შევიტყე.

2. რა ეტაპები გაიარეთ უკრაინაში წასვლამდე?

პირველ ეტაპზე შევავსე ანკეტა, რომელიც პროექტის ორგანიზატორებს გადავუგზავნე . ამის შემდეგ მოვხვდი მეორე ეტაპზე, სადაც მონაწილეები ტესტურად გამოიკითხნენ. ბარიერის დაძლევის შემდეგ მოვხვდი გასაუბრების ეტაპზე, ხოლო გასაუბრების შემდეგ საუკეთესო 40 ბავშვში.

3. რამ განაპირობა თქვენი წარმატება ანუ რატომ შეგარჩიეს თქვენ?

 არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი და არც გამომდის, აქედან გამომდინარე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.

4. იყო თუ არა რაიმე პრობლემა, რამაც დაბრკოლება გამოიწვია?

იყო ავიაკომპანიის მიერ გამოწვეული მცირე ხარვეზები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება.

5. როგორ მიმდინაროებდა ჩაწერა და რამდენად საინტერესო იყო?

1384207_1431644427056421_799472579_n

ჩაწერა გაიმართა 8 ეტაპად. დავესწარი მხოლოდ ჩემს გადაცემასა და ფინალს. დანარჩენი გადაცემების განმავლობაში დროს ექსკურსიებზე ვიყავი. ჩაწერები მიმდინარეობდა ძალიან დაძაბულად, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვიხალისეთ. უშუალოდ ჩაწერის პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო, რადგან მუშაობა საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალებთან გვიწევდა და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ რათა დისკომფორტი არ შეგვქმნოდა.

6. როგორც ვიცით, სულ ერთი ნაბიჯი დაგაკლდათ ფინალამდე, როგორ ფიქრობთ იმ მომენტში რამ განაპირობა თქვენი მარცხი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პირველი ორი ტურის ლიდერი იყავით

რაც შეეხება ჩემს თამაშს, მე უკმაყოფილო ვარ ჩემი შედეგით და ვთვლი, რომ გაცილებით მეტი შემეძლო. ეს, ჩემი აზრით, განაპირობა იმან, რომ მსგავსი ფორმატის გადაცემაში მონაწილეობა არასოდეს მქონდა მიღებული. პირველი ორი ტური დამყარებული იყო უშუალოდ ცოდნაზე, ხოლო დანარჩენ ტურებში სხვა ფაქტორებმაც განაპირობეს თამაშის მსვლელობა. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი კონკურენტები საკმაოდ ძლიერები იყვნენ.

7. როგორ მოგეწონათ უკრაინა და რა დაგამახოვრდათ ყველაზე მეტად?537284_535211376561808_1309365863_n

უკრაინა არაჩვეულებრივი ქვეყანაა ულამაზესი ხალხით და დიდი ისტორიით. გამორჩეულად მახსენდება კიევ-პეჩერსკის ლავრა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ასევე საინტერესო იყო კიევის მთავარი მოედანი და მისი არქიტექტურა.

 ახლა როცა ყვეაფერი დამთავრდა, ამ გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს?

8. ისეთივე დავრჩი, როგორიც მანამდე ვიყავი. უბრალოდ შევიძინე უამრავი მეგობარი, ვნახე ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი კიევი და შევიძინე, მართლაც, უდიდესი გამოცდილება, რომელსაც, ჩემი აზრით, სხვა პროექტი ვერ მომცემდა.

 1383954_545545068861772_923776620_n9.რა გარდატეხა მოახდინა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?

ყოველი ასეთი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხია, რადგან იძენ უამრავ მეგობარს, მათ შორის უცხო ქვეყნებიდანაც, იძენ უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელსაც ვერანაირ წიგნში ვერ ამოიკითხავ  დარწმუნდები საკუთარ ძალებში, რაც მეტის კეთების სურვილს და მოტივაციას გიჩენს.

10.რას ურჩევდით იმ მოსწავლეებს, რომლებიც მსგავს პროექტში იღებენ მონაწილეობას?1383649_535210089895270_205962546_n

მათ ვინც მსგავს პროექტებში მონაწილოების მიღებას გეგმავს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვურჩევ, რომ ნაკლები დრო დაუთმონ ნერვიულობას და ფოკუსირება მოახდინონ მხოლოდ დასმულ კითხვებზე. ყველაზე კარგი რჩევა იქნება იკითხეთ რაც შეიძლება მეტი და ირწმუნეთ საკუთარი თავის.

One thought on “შემთხვევითობიდან დიდ წარმატებამდე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s