“თვითდაჯერებული იდიოტი”

როდესაც პოსტის კითხვას დაასრულებთ, ალბათ მაშინ მიხვდებით თუ რატომ ვუწუდე ამ პოსტს “თვითდაჯერებული იდიოტი”. ყვლაფერი გორში დაიწყო, როდესაც ვაკეთებდი კლუბის პრეზენტაციას, ეს იყო იანვარში, მაგრამ რაღაცნაირად მომინდა ამის დაწერა.
სანამ ჩემი დრო მოვიდოდა მანდამ რამოდენიმე არც ისე სახარბიელო გამოსვლები იყო, მე ყვალა მათგანს ვაკრიტიკებდი მეგონა რომ ჩემი გამოსვლა მათზე უკეთესი იქნებოდა მაგრამ შევცდი, როდესაც აუდიტორიის წინაშე დავდექი და მივესალმე საზოგადოებას მივხვდი, რომ რაღაც კარგად არ იყო, უეცრად პირი გამიშრა და მივხვდი, რომ აგარაფერი მახოვდა. ხშირად უფრო დიდი აუდიტორიის წინაშეც გამოვსულვარ მაგრამ ასე არასოდეს დამმართნია… ვლაპარაკობ მაგრამ არ ვიცი რას, ამ დროს ჩემი მეგობრის სახე დავინახე და პირდაპირი მნიშვნელობით ფრჩხილებს იკვნეტდა ნერვიულობით, ამან ცოტა გამომაცოცხლა და შედარებით უკეთესად გავაგრძელე პრეზენტაცია. ერთი სული მქონდა, როდის დავასრულებდი, იმდენად ვჩქარობდი, რომ ბევრი რამის თქვმა დამავიწყდა. 483670_481955365196595_1101477599_n

(ეს არის ფოტო, რომელი გადარებულია პრეზენტაციის დროს)

ალბათ ცხოვრებაში ყველას უდგება მომენტი, როდესაც შეცდომიდან უნდა ისწავლოს. მეც სწორედ ეს მომენტ მქონდა, ამის შემდეგ ვისწავლე, რომ სანამ სხვას გააკრიტიკებ დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენ მასზე უკეთესი ხარ…
ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ყვლა ვინც ამას წაიკითხავს ჩემს შეცდომაზე ისწავლოს, ასე უფრო გაგიადვილდებათ…
ამ ფაქტის გამო მე ჩემ თავს თვითდაჯერებული იდიოტი ვუწოდე და მგონი სამართლიანად…

13 thoughts on ““თვითდაჯერებული იდიოტი”

  1. ცხოვრებაში ყველა “ლუზერია” ეგ დაიმახსოვრე :)) მხოლოდ ღმერთია მოგებული, ზოგჯერ პესიმისტობაც კარგია🙂

  2. ადვილი არც პოლიტიკოსებისათვის არის გამოსვლა ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება აქვთ🙂 მომწონს შენი განწყობა, რომ ამ შემთხვევამ კი არ დაგთრგუნა, არამედ უფრო მეტი სტიმული მოგცა, რომ საკუთარ თავზე იმუშაო🙂 ოღონდ კრიტიკაში ვერ დაგეთანხმები, ყველას გამოსვლა იდეალური ვერ იქნება და ვფიქრობ მათ ასეთ დროს გამხნევება უფრო ჭირდებათ, ვიდრე “შე საცოდავო”-სნაირი გამოხედვები🙂

  3. “ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო”,ჯობია ყველამ გამოსცადოთ ეს გრძნობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s