კონკურსი მოზარდებისთვის

ჩვენ ვართ ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: „რას შევცვლიდი დღევანდელ საქართველოში“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს (წლევანდელი სკოლადამთავრებულების ჩათვლით). თითოეულ მოსწავლეს უფლება ეძლევა, კონკურსისთვის გამოგზავნოს მხოლოდ ერთი ესსე. ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.

ესსე უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: mozardtakonkursi@gmail.com
ნამუშევარს თან უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, სკოლის ნომერი, კლასი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

ნამუშევრების მიღება დასრულდება 2013 წლის 14 ივნისს, 24.00-ზე.
მიღებულ ნამუშევრებს შეაფასებენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საინიციატივო ჯგუფის წევრები. ჯგუფის კოორდინატორია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე.

ორი გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s