ახალგაზრდა ინტელექტუალები “ლაზარე”

14 მარტს, ხაშურის მეორე საჯარო სკოლაში საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიეანება “ლაზარე”-ს მიერ ჩატარებული ტრენინგი ძირითადად ეხებოდა საქართველოს ფუნქციებს და პატრიოტიზმს. მაგრამ ასევე ტრენერები შეეხნენ სხვადასხვა საქართველოსთვის მტკივნეულ და სერიოზულ თემებს, რომელიც ქვეყნის ისტორიის ძირითადი ნაწილიდან გამომდინარეობდა.
ტრენინგი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ფრაგმენტმა ფილმიდან ” დათა თუთაშხია”. ჩემი აზრით ეს იყო ყველაზე კარგი საშუალება ბავშვებამდე ამომწურავად მიეტანათ სათქმელი და აეხსნათ რა ფუნქციები ქონდა ქვეყანას, როგორ დაკარგა ისინი და რანი გავხდით ჩვენ ყოვილვე ამის შემდეგ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტრენერი ცდილობდა ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობისთვი მსოფლიო ბაზარზე, პატარა ცვლილებები ქვეყანაში მათი თქმით გარკვეულწილად ცვლიდა მსოფლიოს. ამით მოზარდების ფსიქოლოგია საქართველოს უპერსპექტივობის შესახებ თითქმის დაიმსხვრა.
რაც შეეხევა ბოლო კითხა-პასუხის ნაწილს, საკმაოდ ხმაურიანად ჩაიარა, რადგან დამსწრე საზოგადოების მოსაზრება ორ ნაწილად გაიყო, რამაც განაპირობა კამათი, მაგრამ სწორედ “კამათში იბადება ჭეშმარიტება”.
მინდა გავაკეთო რეზიუმე და ვთქვა, რომ მიუხედავად პატარა წვრილმანებისა და კამეთისა, ტრენინგმა საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. დიდი მადლობა “ლაზარე”-ს, რომ მოზარდებში კვლავ გააღვივა ერთობ მიძინებული პატრიოტიზმი და საქართველოს წინ წასვლის იმედი.ლაზარეს ღერბი

2 thoughts on “ახალგაზრდა ინტელექტუალები “ლაზარე”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s