გვიღირს???

ამ პოსტის დაწერა დიდი ხნის წინ მინდოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევძელი. ახლა კი მინდა გადმოქცეთ ამ ბანალური პოსტით ჩემი ტკივილი, და არამარტო ჩემი, მთელი საქართველოსიც. რამოდენიმე კვირის წინ უცხოეთში შევხვდი ერთ ადამიანს, რომლის სიტყვებმაც ჩემში ერთობ მიძნებული პატრიოტიზმი გააღვიძა. მისმა სიტყვება მიმახვედრა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავის სამშობლს არაფერზე გაცვლიან. შენ ადამიანო, რომელიც სავარძელში მოკალათებულხარ და ამ პოსტს კითხულობ შეიძლება ირონიულად იღიმები კიდეც, რადგან არ იცი რა არის, როდესაც გენატრება ქვეყანა, ოჯახი, შენი პატარა სახლი და ადამიანები, რომელებიც შენთვის ცხოვრობენ. ალბათ მათ გრძნობებს მე ისე ვერ გადმოვცემ, როგორც მათ სურთ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ თვალი ავუხილო იმ ქართველებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და არ აფასებენ მას.  ერთი სული აქვთ გაცილდნენ ამ “ჯოჯოხეთს” და სადმე არ აქვს მნიშვნელობა სად, მაგრამ მთავარია წავიდნენ… და ყოველივე ამის შემდეგ მე ვსვავ კითხვას “გვიღირს”???sad-love-sms_large

8 thoughts on “გვიღირს???

  1. საინტერესო ფოსტიააა ანი, მესმის შენი და საერთოდ ყველა პატრიოტის გულის ტკივილი ამ თემათან დაკავშირებით. მეც ძალიან მტკივა ეს, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლოო ყველა თავისი უაღრესად საუკეთესო ნიშნებით და ასევე თავისი იმ შეუფერებელი არასასიამოვნო ნიუანსებით, რას გააჩნია, მაგრამ ვფიქრობ, არავის და არასდროს არ უნდა დავიწყდეს თავის წარმომავლობა და სამშობლო. “არ გავცვლი სალსა კლდებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზედა ” . მომეწონააა კარგიააა

  2. კითხვა ისეა დასმული, ვერ გავიგე რა გვიღირს, სამშობლოს დაცვა თუ მისი გაცვლა… თუ პირველი, მაშინ, გეთანხმები.

    • ძირითადად სამუშაოს გამო ტოვებენ ადამიანებიი ქვეყანას და ამას ვგულისხმობ თუ უღირთ მათ …

  3. როცა საშუალება არ არის და ბავშვები შიმშილით ეხოცებიან ღირს ნამდვილად. გარდა ამისა საქართველოში არ არსებობს პროფესია , რომელსაც თავისუფლად დაფასებულს უწოდებ. ასე , რომ…

    • მაგაში გეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს მიზანს წარმოადგენდა დამენახებინა საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, (რომლებიც არ აფასებან მას) თუ რამხელა სტრესის ქვეშ არიან ისინი სადღაც უცხო ქვეყანაში

  4. კარგი პოსტია…
    ეხლა აქ უნდა დამეწერა დიდი კომენტარი, იმაზე რომ აქ რომ “ჯოჯოხეთს” გაურბიენ იქ პირდაპირ ლუცისთან იწყებენ მუშაობას და ერთადერთი რაც განაპირობებს იმას, რომ ოჯახის რჩენა შეუძლიათ ისაა, რომ ფულის ფასს შორისაა განსხვავება იქაური და აქაურ ფასების გამო და იქ ბროლის სასახლეებშ არ ცხოვრობენ, მაგრამ მეზარება წერა ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s