დემოკრატიული მმართველობის უპირატესობა…

ეს სათაური ზოგისთვის შესაძლებელია ორ აზროანი იყოს, მაგრამ თუ დავუფიქრდებით მივხვდებით, რომ ნამდვილად ასეა. მე დავრწმუნდი, დემოკრატიული მმართველობის უპირატესობაში.  მხოლოდ დემოკრატიული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი პლურალიზმი, ტოლერანტობა, კომპრომისი, ანუ ჯანსაღი დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი ჰარმონიული თანაცხოვრება, როცა ღირებული და ფასეულია ადამიანის ყოველგვარი უფლებები, როცა ადამიანს შეუძლია გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, როცა უზრუნველყოფადია მოქალაქეთა მაქსიმალური თანასწორობა..
სამწუხაროდ სამოცდაათწლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა თავისი დაღი დაასვა ქართულ საზოგადოებას-შეკვეცა პიროვნული თავისუფლება. ყოველივემ კი დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა განაპირობა. დამახინჯებულია ქართული საზოგადოების მსოფლმხედველობა-დემოკრატია სრულ თავისუფლებად აღიქმება. ვერ ვაანალიზებთ, რომ უფლებებთან ერთად მოვალეობებიც გაგვაჩნია და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ იარსებებს აქტიურ მოქალაქეებისგან შემდგარი სოციუმი ანუ სამოქალაქო საზოგადოება. ქვეყანაში პრობლემებია და რატომღაც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ხელისუფლების მოსაგვარებელია. პრობლემებისადმი მოქალაქეების ნიჰილისტურ დამოკიდებულებას კი დაღუპველ შედეგებამდე მივყავართ. ამ დროს ყოველთვის მახსენდება რეპრესირებული კალვინისტი მღვდელის ჩანაწერები: ,,როცა ნაცისტები მიადგნენ ებრელებს და ბოშებს, არ ამოვიღე ხმა, მე ხომ არ ვიყავი ებრაელი ან ბოშა, როცა მიადგნენ კათოლიკურ ეკლესიას არ ამოვიგე ხმა, მე ხომ არ ვიყავი კათოლიკე… როცა მომადგნენ მე, არც აღარავინ იყო, რომ ხმა ამოეღო“.

4 thoughts on “დემოკრატიული მმართველობის უპირატესობა…

  1. “დემოკრატია” რომ ძალიან ზოგადი ტერმინია ანი?
    ანუ როგორი დემოკრატიაა ყველაზე უპირატესი?
    ისე როგორ დარწმუნდი ამასაც თუ იტყოდი ძალიან კარგი იქნებოდა…
    კარგია რომ ეხლავე ინტერესდები მსგავსი თემატიკით, ძალიან მაგარია. მაგრამ უამრავი საინტერესო რამ გაქვს წასაკითხი წინ.

    მე გეტყვი:
    1. “პოლიტიკური იდეოლოგიები” – ამ წიგნს თუ იშოვი და წაიკითხავ
    ძალიან ბევრს მოგცემს საბაზისოთ, ბევრს გაიგებ. შეზღუდული ტირაჟით კი დაიბეჭდა თუ არ ვცდები 2005 წელს. ავტორი ენდრიუ ჰეივუდია და გაიკითხე მაინც ყველგან. უფრო ბუკინისტებთან და მეგობრებსი.
    2. პოლიტიკური მოძღვრებების ისტორია
    3. ნიკოლო მაკიაველის – “მთავარი”

    ჯერ ესენი მოძებნე ; )

    ისე, მჯობზე მჯობნი არ დაილევაო ხომ იცი ნათქვამია. ხოდა დემოკრატიაზე უკეტესი მმართველობის ფორმაც შეიძლება რომ არსებობდეს.

    პ.ს. დემოკრატია მმართველობის ის ფორმაა, სადაც 1 ჭკვიანი ადამიანის აზრს 2 სულელის აზრი გადაწონის😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s