“არ დაუშვა ძალადობა”

“დღეს დედამ ძალადობა განახორცილეა შვილზე”, “ქმარმა ცოლი სცემა”, ძალადობის კიდევ ერთი საზარელი ფაქტი დაფიქსირდა”. ამ შინაარსის სიტყვებს  ჩვენ ყოველდღიურათ ვისმენთ: ტელევიზიით, რადიოში თუ ნაცნობის საშუალებით. ყველა მათგანი გმობს ძალადობას მაგრამ ეს მხოლოდ ბანალური სიტყვებია. ადამიანები დაუსრულებლად  მსჯელობენ და აკრიტიკიებენ მოძალადეებს მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ისინიც შეიძლება თვითონ გახდნენ მოძალადეები ან ძალადობის მსხვერპლნი. ამაზე ერთ-ერთ გაკვეთილზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მხოლოდ ლაპარაკი და საკუთარი აზრის გამოხვატვა არაფერს შველის.
   მე ჯერ 15 წლის ვარ და საკმაოდ კარგად მესმის “ძალადობის” მნიშვნელობა. ალბათ 100 წლის წინ ჩემი ასაკის ბავშვს არ ესმოდა ამ სიტყვის შინაარსი, რატომ? რა განსხვავებაა ისიც ბავშვი იყო და მეც? ვთვლი, რომ ადამიანებში ძალადობის ფაქტების გახშირებამ გამოიწვია ბავშვების ასეთი ინფორმირება. თანაც აღსანიშნავია მათი აქტიური ჩართულობა ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიებებში.
  რომ დაუფიქრდეთ მივხვდებით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვი, რომელზეც ძალადობენ შემდეგ ის თვითონ ხდება მოძალადე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვობისი ტრამვის შემდეგ ფსიკიკა სხვანაირად ყალიბდება. ისინი პატარაობიდანვე სწავლობენ, რომ როდესაც გაიზრდებიან მათაც ის უნდა გააკეთონ რასაც მისი მშობლები აკეთებენ. გამოთქმა “დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო” ზუსტად ამ ფაქტს ამტკიცებს.
  განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებ მშობლების ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე,  რადგან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ასეთი შემთხვევები და მინდა ჩემი სუბიექტური აზრი გამოვქთვა ამის შესახებ: ჩვენში ხშირად მოისმენ ფრაზას “ბავშვი მატრად გაზარდე და მოყვაედ გამოგადეგებაო”, მსგავსი მოსაზრება აღზრდისთვის მიუღებელია. აღსანიშნავია, ისიც რომ დასჯა არ არის აღზრდის მეთოდი. დასჯით ჩვენ ბავშვებს ვასწავლით როგორ არ უნდა მოიქცნენ, მაგრამ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია პირველთან შედარებით. განსაკუთრებით უარი უნდა ვთქვათ ფიქიკურ დასჯაზე, რაც უშედეგოა, რადგან ფიზიკური დასჯა იწვევს ტკივილს  და ხსნის დანაუშაულის განცდას. შედეგად ბავშვი ფიქრობს არა ჩადენილ დანაშაულზე, არამედ ტკივლზე.
   არ მინდა სიტყვა გამოგრძელდეს, ამიტომ თემის ბოლოს ,ონდა ყველა თქვენგანს მოუწოდო “არ დაუშვა ძალადობა”. შენ ადამიანო, რომელიც მხოლოდ სიტყვებით გამოხატავ პროტესტს, მას საქმე ჩაანაცვლე. გადი ქუჩაში შეუერთდი თანატოლებს და ჩაატარე ანტი ძალადობის კამპანია. ყველანი ერთად თუ დავდგებით შეუძლებელი არაფერია. ძალა ხომ ერთობაშია?! ჩვენ ყველას გვაქვს ამის პოენციალი, ამიტომ არ დაელოდო ცხოვრება რას მოიტანს, თვითონ შეცვალე მომავლი უკეთესობისაკენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s