1

შემთხვევითობიდან დიდ წარმატებამდე…

 იძენ უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელსაც ვერანაირ წიგნში ვერ ამოიკითხავ “

1395303_1431694027051461_1247038036_n

სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ნოზაძე, მონაწილეობას იღებდა პროექტ: “მისია სტუდენტი-ვის უნდა სწავლა უკრაინაში”. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბავშვი თავიდანვე გამოირჩეოდა სკოლაში თავისი ერუდირებულობით, ნიჭით, მონდომებით და მიზანდასახულობით. იგი გასცდა არამარტო სურამის,არამედ მთელი საქართველოს ფარგლებს და დაანგრია ერთგვარი სტერეოტიპები. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ინტერვუს

1. როგორ შეიტყეთ ამ პროექტის შესახებ?

საკმაოდ იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან პოექტის შესახებ სრულიად შემთხვევით, ნათესავისგან შევიტყე.

2. რა ეტაპები გაიარეთ უკრაინაში წასვლამდე?

პირველ ეტაპზე შევავსე ანკეტა, რომელიც პროექტის ორგანიზატორებს გადავუგზავნე . ამის შემდეგ მოვხვდი მეორე ეტაპზე, სადაც მონაწილეები ტესტურად გამოიკითხნენ. ბარიერის დაძლევის შემდეგ მოვხვდი გასაუბრების ეტაპზე, ხოლო გასაუბრების შემდეგ საუკეთესო 40 ბავშვში.

3. რამ განაპირობა თქვენი წარმატება ანუ რატომ შეგარჩიეს თქვენ?

 არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი და არც გამომდის, აქედან გამომდინარე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.

4. იყო თუ არა რაიმე პრობლემა, რამაც დაბრკოლება გამოიწვია?

იყო ავიაკომპანიის მიერ გამოწვეული მცირე ხარვეზები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება.

5. როგორ მიმდინაროებდა ჩაწერა და რამდენად საინტერესო იყო?

1384207_1431644427056421_799472579_n

ჩაწერა გაიმართა 8 ეტაპად. დავესწარი მხოლოდ ჩემს გადაცემასა და ფინალს. დანარჩენი გადაცემების განმავლობაში დროს ექსკურსიებზე ვიყავი. ჩაწერები მიმდინარეობდა ძალიან დაძაბულად, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვიხალისეთ. უშუალოდ ჩაწერის პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო, რადგან მუშაობა საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალებთან გვიწევდა და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ რათა დისკომფორტი არ შეგვქმნოდა.

6. როგორც ვიცით, სულ ერთი ნაბიჯი დაგაკლდათ ფინალამდე, როგორ ფიქრობთ იმ მომენტში რამ განაპირობა თქვენი მარცხი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პირველი ორი ტურის ლიდერი იყავით

რაც შეეხება ჩემს თამაშს, მე უკმაყოფილო ვარ ჩემი შედეგით და ვთვლი, რომ გაცილებით მეტი შემეძლო. ეს, ჩემი აზრით, განაპირობა იმან, რომ მსგავსი ფორმატის გადაცემაში მონაწილეობა არასოდეს მქონდა მიღებული. პირველი ორი ტური დამყარებული იყო უშუალოდ ცოდნაზე, ხოლო დანარჩენ ტურებში სხვა ფაქტორებმაც განაპირობეს თამაშის მსვლელობა. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი კონკურენტები საკმაოდ ძლიერები იყვნენ.

7. როგორ მოგეწონათ უკრაინა და რა დაგამახოვრდათ ყველაზე მეტად?537284_535211376561808_1309365863_n

უკრაინა არაჩვეულებრივი ქვეყანაა ულამაზესი ხალხით და დიდი ისტორიით. გამორჩეულად მახსენდება კიევ-პეჩერსკის ლავრა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ასევე საინტერესო იყო კიევის მთავარი მოედანი და მისი არქიტექტურა.

 ახლა როცა ყვეაფერი დამთავრდა, ამ გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს?

8. ისეთივე დავრჩი, როგორიც მანამდე ვიყავი. უბრალოდ შევიძინე უამრავი მეგობარი, ვნახე ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი კიევი და შევიძინე, მართლაც, უდიდესი გამოცდილება, რომელსაც, ჩემი აზრით, სხვა პროექტი ვერ მომცემდა.

 1383954_545545068861772_923776620_n9.რა გარდატეხა მოახდინა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?

ყოველი ასეთი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხია, რადგან იძენ უამრავ მეგობარს, მათ შორის უცხო ქვეყნებიდანაც, იძენ უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელსაც ვერანაირ წიგნში ვერ ამოიკითხავ  დარწმუნდები საკუთარ ძალებში, რაც მეტის კეთების სურვილს და მოტივაციას გიჩენს.

10.რას ურჩევდით იმ მოსწავლეებს, რომლებიც მსგავს პროექტში იღებენ მონაწილეობას?1383649_535210089895270_205962546_n

მათ ვინც მსგავს პროექტებში მონაწილოების მიღებას გეგმავს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვურჩევ, რომ ნაკლები დრო დაუთმონ ნერვიულობას და ფოკუსირება მოახდინონ მხოლოდ დასმულ კითხვებზე. ყველაზე კარგი რჩევა იქნება იკითხეთ რაც შეიძლება მეტი და ირწმუნეთ საკუთარი თავის.

1

მედია ბანაკი ^_^

მედეა ბანაკი, მომდევნო წარმატება და გამოცდილება, მაგრამ ყველასგან განსხვავებით ამ ბანაკში იყო რაღაც ისეი რაც სხვაგან არ ყოფილა. აი მაგალითან დიდი შრომა ჩემი და თათიასი, რომლის საშუალებითაც ჩევენ ამ ბანაკში მოვხდით.
მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ განვახორციელეთ პროექტი “არ დაუშვა ძალადობა” ოთხ დღეში (პროექტი გაწერილი იყო 2 თვეზე). სიმართლე გითხრათ, როდესაც მარშუტკაში ავედი და ჩემ ბანაკელებს შევუერთდი ვიფიქრე, რომ ეს არც ისე კარგი იქნებოდა, რადგან საერთი ვერ გამოვნახე მათთან. გულს იმით ვიმშვიდებდი რომ გვერდით მყავდა ჩემნაირი ჭკუამხიარული თათია და ლიზი :*❤ ჩასვლისთანავე სასტუმრომ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა.outdoor_pool
oasisარ შემიძლია არ ავღნიშნო ბავშვი "პრიკოლი" სოფო, რომელის თითეული ქცევა ყოველთვის მამხიარულებდა (არამარტო მე)12364_4978987166320_2042503682_n
ახლა რაც შეეხება ბანაკს. ეს ბანაკი ხორციელდებოდა "კავკასისს ქსელი ბავშვებისთვის" ორგანიზებით.ბანაკი გაიმართა ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში”, მასში 15 მოსწავლემ შიდა ქართლიდან გავიარეთ ტრენინგები ჟურნალისტიკის თითქმის ყველა სფეროში: ტელე, რადიო, ფოტო ჟურნალისტიკაში, ასევე პრესაში და ახლა მედიაში. ტრენინგებს გამოცდილი და თავის საქმეში წარმატებული ჟურნალისტები გვიტარებდნენ.1377104_654448001247143_1354909099_n
მე პირადად ტელე ჟურნალისტიკაში მოვხვდი და უზომოდ კმაყოფილი დავრჩი. უბრალოდ პრაკტიკისტვის და თეორიისთვის სულ 2 დღე გვქონდა დათმობილი რაც არასაკმარისი აღმოჩნდა. ჩვნი მოვალეობის შესრულების დროს უზომოდ დავიღალე მაგრამ, როდესაც აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს დაღლა იქ სიამოვნებას განიჭებს. ეს 3 დღე იყო დატვირთული, სასიამოვნო და უნდა ვაღიარო რომ მოლოდინს გადააჭარბა.DSCN9658
ჩემი მეგობრების წყალობით ყოველი წუთი მხიარულად გადიოდა 1376547_4990747100311_294804188_n ვცდილობდით, ეს ძვირფასი დრო უქმად არ დაგვეკარგა და ახლა ვხვდები, რომ ამ ბანაკში გავაკეთე მაქსიმუმი: ვიმუშავე ბევრი, კარგადაც გავერთე, ვიმხიარულე, ვიცინე, გავიცანი ახალი მეგობრები და რაც მთავარია უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მივიღე რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენ ტრენერ ნინოს :* :* :* არ შეიძლება მისი უდიდესი ღვაწლი და შრომა არ დავაფასო. მაშინ, როდესაც ჩებ ვისვენებდით ის კიდევ შრომობდა და არცერთ წამს არ კარგავდა.1378706_4979268733359_1593654662_n
ყველაზე ტკბილი ლუკმა ბოლოს მოვიტოვე და უდიდესი მადლობა მინდა ვუთრხა "ბილიკის" ვიცი რომ ბანალურად გამომდის მაგრამ ამის გარეშე არ შეიძლება. მარიკა, ციკო ძალიან მიყვარხართ. აი ლია კი ის ადამიანია, რომელიც უზომოდ მიყვარს და მისგანაც იგივეს ვგძნობ. ვიცი, რომ მისი იმედი ყოვეთვის შეიძლება მქონდს. სწორედ მისი დამსახურებაა რომ ემ ამ ბანაკში ვიყავი. არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ ალბათ გამიგებთ მე ყველაზე ხშირად მასთან მიწევს ურთიერთობა. მისი თითეული კომპლიმენტი და თბილი სიტყვა დიდი ენერგიით მავსებს.DSC02248 მგონი ძალიან გამიგრძელდა სიტყვა მაგრამ მოსაყოლიც კიდევ ძალიან ბევრია, ჯობს რომ დავასრულო. ყველას ყველას გისურვებთ გაპოვნინათ ისეთი ადამიანები, რომლებიც მე ბილიკში გავიცანი, შეიძლება ითქვას, რომ ბილიკი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია:* :* :*
1378600_4979299574130_46745070_n

6

წარმატების ერთ-ერთი ფორმულა))

ჩემი, როგორც მოქალაქე ჟურნალისტის მოვალეობაა დავწერო ისეთ საკითხებზე, რომელიც დაზუსტებით ვიცი და ხშირად წარმატების მიზეზიცაა.

უცხოეთში, როდესაც სამსახურს იწყებ, პირველად თქვენს ცოდნასა და ინტელექტს კი არ აკვირდებიან, არამდე იმას თუ რამდენად მომხიბლელი ღიმილი და მოვლილი კბილები გაქვთ.
მართალია ეს ტენდენცია საქართველოში ჯერ კიდევ არ დამკვიდრებულა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ქართველი ერი უახლოეს მომავალში დიდ ყურადღებას მიაქცცევს კბილებს. წესით 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს შემოწმების მიზნით სტომატოლოგთან ვიზიტი, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ამას ჩვენი ქვეყნის 80% ვერ ახერხებს თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარობის გამო.
იქ სადაც ელემენტარეულად ადამიანს პურის ფული არ აქვს, კბილები და ღიმილი მე-100 ხარისხოვანია…
გადავწყვიტე ინტერვიუ ამეღო ერთ-ერთი სტომატოლოგისგან, უყურეთ და თავად შეაფასეთ…

13

“თვითდაჯერებული იდიოტი”

როდესაც პოსტის კითხვას დაასრულებთ, ალბათ მაშინ მიხვდებით თუ რატომ ვუწუდე ამ პოსტს “თვითდაჯერებული იდიოტი”. ყვლაფერი გორში დაიწყო, როდესაც ვაკეთებდი კლუბის პრეზენტაციას, ეს იყო იანვარში, მაგრამ რაღაცნაირად მომინდა ამის დაწერა.
სანამ ჩემი დრო მოვიდოდა მანდამ რამოდენიმე არც ისე სახარბიელო გამოსვლები იყო, მე ყვალა მათგანს ვაკრიტიკებდი მეგონა რომ ჩემი გამოსვლა მათზე უკეთესი იქნებოდა მაგრამ შევცდი, როდესაც აუდიტორიის წინაშე დავდექი და მივესალმე საზოგადოებას მივხვდი, რომ რაღაც კარგად არ იყო, უეცრად პირი გამიშრა და მივხვდი, რომ აგარაფერი მახოვდა. ხშირად უფრო დიდი აუდიტორიის წინაშეც გამოვსულვარ მაგრამ ასე არასოდეს დამმართნია… ვლაპარაკობ მაგრამ არ ვიცი რას, ამ დროს ჩემი მეგობრის სახე დავინახე და პირდაპირი მნიშვნელობით ფრჩხილებს იკვნეტდა ნერვიულობით, ამან ცოტა გამომაცოცხლა და შედარებით უკეთესად გავაგრძელე პრეზენტაცია. ერთი სული მქონდა, როდის დავასრულებდი, იმდენად ვჩქარობდი, რომ ბევრი რამის თქვმა დამავიწყდა. 483670_481955365196595_1101477599_n

(ეს არის ფოტო, რომელი გადარებულია პრეზენტაციის დროს)

ალბათ ცხოვრებაში ყველას უდგება მომენტი, როდესაც შეცდომიდან უნდა ისწავლოს. მეც სწორედ ეს მომენტ მქონდა, ამის შემდეგ ვისწავლე, რომ სანამ სხვას გააკრიტიკებ დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენ მასზე უკეთესი ხარ…
ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ყვლა ვინც ამას წაიკითხავს ჩემს შეცდომაზე ისწავლოს, ასე უფრო გაგიადვილდებათ…
ამ ფაქტის გამო მე ჩემ თავს თვითდაჯერებული იდიოტი ვუწოდე და მგონი სამართლიანად…

13

სამწუხარო რეალობა…

სამწუხარო რეალობაა,რომ ხშირად, რაც არ მოგვწონს იმის შემქმნელები ჩევნ ვართ. მგონი ცოტა დაგაბნიეთ მაგრამ გეტყვით, რომ მე ბუნების დაბინძურებას ვგულისხმობ. როგორც იცით მე სურამში ვცხოვრობ და ეს საკმაოდ მწვავე პრობლემა პირადად ჩემთვის. .. მაგალითად დღეს ვგმობთ და არ მოგვწონს როდესაც ადამიანს ვხედავთ, რომელიც ბუნებას ანაგვიანებს, მაგრამ მეორე წუთში სხვის კრიტიკაში გართულნი ჩვენც იგივე უმსგავსობას ჩავდივართ.

DSC00977DSC00978 რამოდენიმე დღის წინ ჩვენი სკოლის მოხალისეებმა დავასუფთავეთ ზინიდისი ტრეიტორია, თავიდან მთელი შემართებით, მაგრამ როდესაც ფლაერების დარიგებაზე გადავედით და ხალხს მოვუწოდებდით, რომ არ დაეყარათ ნაგავი თითქოს ჩვენ ჯიბრზე უარეს აკეთებდნენ. არვიცი ამას რა დავარქვა, მემგონი “შეუგნებელი” კარგი სახელია ხომ?! ბევრი რომ არ გავაგრძელო უყურეთ ვიდეოს, რომელიც ტყეში ყოფნის დროს გადავიღე და თავად შეაფასეთ არსებული მწარე რეალობა.

0

კონკურსი მოზარდებისთვის

ჩვენ ვართ ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: „რას შევცვლიდი დღევანდელ საქართველოში“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს (წლევანდელი სკოლადამთავრებულების ჩათვლით). თითოეულ მოსწავლეს უფლება ეძლევა, კონკურსისთვის გამოგზავნოს მხოლოდ ერთი ესსე. ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.

ესსე უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: mozardtakonkursi@gmail.com
ნამუშევარს თან უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, სკოლის ნომერი, კლასი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

ნამუშევრების მიღება დასრულდება 2013 წლის 14 ივნისს, 24.00-ზე.
მიღებულ ნამუშევრებს შეაფასებენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საინიციატივო ჯგუფის წევრები. ჯგუფის კოორდინატორია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე.

ორი გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება.

7

დეპრესია-hahaha

clip_image002

დღესდღეობით საქართველოში ყველა სიკეთესთან ერთად სიტყვების სწორი განმარტებაც არ ვიცით, ხშირად გამხდარვარ მოწმე, როდესაც ძირითადად ახალგაზრდები “წუწუნებენ” და უხეშად, რომ ვთქვათ ” ბლატაობენ”, რომ ისინი დეპრესიაში არიან. მათი აზრით სიტყვა “დეპრესია” ცუდ ხასიათზე ყოფნას ნიშნავს.ეს ალბათ ინფორმაციის ნალებობოთაა გამოწვეუილი, ყველას არ აქვს ფუფუნება ფსიქოლოგის განმარტებები მოისმინოს ამ თემასთან დაკავშრებიტ. 1 წლის წინ მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ფსიქოლოგმა ლექციის დროს ზუსტად განმარტა ეს სიტყვა და აღნიშნა, რომ ეს დაავადება გარკვეულწილად კიბოს გავს რადგან მცნიერებმა არ იციან გამომწვევი მიზეზი და რაც ყველაზე ცუდია არ გამოუგონიათ წამალი, რომლიც ამ დაავადებას განკურნავს.
შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ ფსიქოლოგის სიტყვები: დეპრესია-ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც იგი მოწყვეტილია სამყაროს, აქვს არასრუფასოვნების განცდა, ჩაკეტილია სახლში, არ გადის გარეთ, ცდილობს მეგობრებს და ახლობლებს თავი აარიდოს, ნელ-ნელა ამცირებს მეგობრების რიცხვს, საბოლოოდ კი წყვეტს მათთან ურთიერთობას. ამ ხნის განმავლობაში სულ ცუდ ხასიათზეა, აქვს ყველაფრის მიმართ უკმაყოფილების შეგრძნება. ძოროთადად ასე გამოიყურება დეპრესიული ადამიანის პორტრეტი. რაც ყველაზე ცუდია ყოველ წლიურად 50 000 000 დეპრესიული ადამიანიდ 5 000 000 სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. აი რას ნიშნავს ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვა “დეპრესია”, რომელსაც დარწმუნებული ხშირად გაუზრებლად ვიყენებთ.
keep-calm-and-don-t-be-depressed-5

P.S მე ისე დაწვრილებით ვერ გადმოვეცი მიღებული ინფორმაცია, რადგან დამიჯერეთ მართლაც შემაშფოტებლი ფაქტები იყო. იმედი მაქვს ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და თქვენს მეგობრებს გაუზიარებთ, რითაც მათ ცნობიერებასაც ავამაღლებთ…

 

2

ტუბერკულოზი განკურნებადია!!!

დღეს 24 მარტია, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.  ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე პატარა წვრილი შემეტანა საზოგადოების ინფორმირებაში. კერძოდ კი, გადავიღე ვიდეო კლუბის წევრებთან ერთად, სადაც საუბარია ტუბერკულოზის გავრცელების შემზარავ სტატისტიკაზე და ასევ იმაზე, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება. თხოვნა იქნება რომ იყუროთ ვიდოეს და დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება… Continue reading